რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვის რამდენიმე რაიონზე დრონებით იერიში ერთდროულად მიიტანა

28 თებერვალს საღამოს რუსულმა არმიამ იერიში დრონებით ხარკოვის რამდენიმე რაიონზე ერთდროულად მიიტანა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, იერიში მიიტანეს კიევის, შევჩენკოვსკის, ხოლოდნოგორსკის რაიონებსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, ერთ-ერთი შეტევა მრავალსართულიანი შენობის წინ მოხდა და შედეგად შენობის ფანჯრები ჩაიმტვრა.

მოგვიანებით ტერეხოვმა ასევე თქვა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმა სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ადამიანები იმყოფებონდრუენ. თავდასხმის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ასევე, ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში მორიგი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ გახდა ცნობილი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. შეტევა იყო კიევსკის რაიონშიც ბენზინგასამართ სადგურთან.

კომენტარები