NASAMS

უკრაინაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება

საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS
Pravda.ua

ნორვეგიული სამხედრო კომპანია Kongsberg Defence & Aerospace, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის ჭურვებს აწარმოებს, უკრაინაში ქარხნის გახსნას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა, ეირიკ ლიმ მედია Euroctiv-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

"ახლა ჩვენ ვაფუძნებთ კომპანიას უკრაინაში. ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხზე, მჭიდრო მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უკრაინის სამრეწველო სექტორთან. პირველადი მიზანი ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის ჭურვების წარმოების გაზრდაა. საუბარია ასობით რაკეტის სერიულ წარმოებაზე. ერთობლივი საწარმოების შექმნას რამდენიმე თვის განმავლობაში ვგეგმავთ". – თქვა ლიმ.

კომპანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ Kongsberg-ს სურს უკრაინული მრეწველობის სიმძლავრე სამომავლოდ, ომის დასრულების შემდეგაც გამოიყენოს. 

"უკრაინა შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდების ჯაჭვის ნაწილი გახდეს". – თქვა ლიმ.

კომენტარები