ლარი დოლართან 0.31 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.32 თეთრით გამყარდა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8172 ლარია, ერთი ევროსი - 2.951 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.





