ივანიშვილის მთავრობის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან რთული ეკონომიკური პროცესების მოლოდინზე და ლარის კურსის გაუფასურებაზე.
კობახიძის თქმით, ისინი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და წლებია, ასე ლაპარაკობენ.
"რეალურად, ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, ისინი ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია, 2020 წლიდან განსაკუთრებით. ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა. ამ განცხადებების ფონზე, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წელში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით" - ამბობს რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე.
ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 22 იანვრის მონაცემებით, 2.8612 ლარია, ერთი ევროსი - 2.9782 ლარი. ამასთან, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი