ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან კარგად, ეს უნდა აღინიშნოს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთერთი მთავარი ფაქტორია ის, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომას იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არაა საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომას იმისთვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის.
და მეორე, რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა, როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ.
რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა კურსი დაბლა.