ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ „მტკიცედ და დაუყოვნებლივ“ იმოქმედებს უსამართლო სავაჭრო ბარიერების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მალე გამოაცხადებს 25%-იან ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტზე.
„ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის წინააღმდეგ უსამართლო ბარიერებს მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებს“ - განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა ტრამპის განცხადებაზე კომენტარის პასუხად.
მისი თქმით, ევროკავშირმა, დიდი და ინტეგრირებული ერთიანი ბაზრის შექმნით, „შეამსუბუქა ვაჭრობა, შეამცირა ხარჯები აშშ-ის ექსპორტიორებისთვის და გააერთიანა სტანდარტები და რეგულაციები 27 ქვეყანაში. შედეგად, აშშ-ის ინვესტიციები ევროპაში ძალზე მომგებიანია. ევროპა დიალოგს, ღიაობასა და ურთიერთპასუხისმგებლობას ემხრობა. ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ თამაშის წესებს დაიცავთ. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესს ყველა ეტაპზე - ისინი ჩვენგან ნაკლებს არ მიიღებენ“
ტრამპის თქმით, მისი აზრით, ევროკავშირი ამერიკისთვის პრობლემების შესაქმნელოად დაარსდა და 25%-იანი ტარიფი ყველა იმპორტირებულ პროდუქტს შეეხება, მათ შორის მანქანებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



