უამინდობის გამო, ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი მარტამდე ჩერდება. ინფორმაციას ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ 27 და 28 თებერვალს რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდება. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 4 მარტიდან" - ნათქვამია განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლების ნაწილი გარესამყაროს მოწყვეტილია. მოქალაქეებს არ აქვთ შუქი და წყალი.





