რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე 213 დრონითა და 7 რაკეტით მიიტანა იერიში

Pravda.ua

25 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 7 ფრთოსანი რაკეტითა და 213 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 139 დრონის განადგურება მოახერხა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.

რუსეთის ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ბრიანსკიდან, ორელიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან მიიტანეს იერიში.

Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტები კი რუსეთის სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС თვითმფრინავებიდან გაუშვეს.

79 იმიტაციური უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა (დამანგრეველი შედეგების გარეშე).

უკრაინის ძალების ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად დაზარალდნენ კიევის და ჟიტომირის რეგიონები.

კომენტარები