ანდრო ჭიჭინაძის საქმე

ანდრო ჭიჭინაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ

ადვოკატები ანდრო ჭიჭინაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"რამდენიმე დღე არის დარჩენილი, როდესაც მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე, საბოლოო სახეს მიიღებს სტრასბურგის საჩივარი და ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება, როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში უკვე, გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად დარჩა პატიმრობაში უკანონოდ." - თქვა ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.

ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები