მზია ამაღლობელის საქმე

ჩხაიძე ამაღლობელზე: გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში

ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდი რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველ დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან. დღეს რაც მოცემულობა გვაქვს ძალიან მისაღები და სასიხარულოა ჩვენთვის.

ჩვენ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება პრევენციას რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან. რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები რამაც შეძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები.

ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას [კვების აღდგენას] დავიწყებთ, კლინიკა ამისთვის მზადაა, ექიმების გუნდიც მზად არის, რომელიც დაიწყებენ ამ რეფიდინგის პროცესს.

თქვა კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მზია ამაღლობელზე.

კომენტარები