17 თებერვლის ღამეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების განყოფილებასთან კოორდინაციით, რუსეთში მდებარე ნავთობის ორ მნიშვნელოვან საწარმოზე იერიში მიიტანა.
ინფორმაციას გამოცემა Ukrainskaya Pravda სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეცსამსახურების პირველი სამიზნე ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. საწარმოს ტერიტორიაზე 20-მდე აფეთქება მოხდა, შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ქარხანაში 6 ტექნოლოგიური დანადგარია, რომელიც წელიწადში 6.6 მილიონი ტონა ნავთობის გადაამუშავებს.
უკრაინულმა სპეცსამსახურებმა დრონებით იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის გამტარ სადგურ კროპოტკინსკაიაზე. თავდასხმის შედეგად სადგური მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა. ნავთობი ამ სადგურის გზის ავლით მიედინება.





