რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნაიჯელ ფარაჟი ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აუცილებელია

ნაიჯელ ფარაჟი
Reuters

13 თებერვალს, "რეფორმების პარტიის" ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად „აუცილებელიცაა". 

ფარაჟმა, რომელიც ინგლისში მემარჯვენე-პოპულისტურ პარტიას უდგას სათავეში, აღნიშნა, რომ "უკრაინის დასავლეთთან დაახლოება უნდა გახდეს გრძელვადიანი გეგმის ნაწილი".  

ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფარაჟმა აღნიშნა: „თუ შევძლებთ, რომ პუტინი და ზელენსკი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ გონივრული მოლაპარაკები გაიმართოს, ვფიქრობ, სამომავლოდ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, ალბათ, აუცილებელია".  

ფარაჟმა თავისი პოზიცია იმავე საღამოს GB News-ის ეთერში კიდევ უფრო გაამყარა და განაცხადა: "უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა ამ სამშვიდობო შეთანხმების თითქმის ყველაზე აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს".


12 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თქვა, რომ "აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი" და აღნიშნა, რომ "უკრაინას სამომავლო ლეტალური და არალეტალური დახმარების უდიდესი წილი ევროპამ უნდა მიაწოდოს". ასევე, მან განმარტა, რომ უკრაინისთვის მინიჭებული სამომავლო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არ მოხდება.

თუმცა, 13 დეკემბერს, ჰეგსეტმა უკრაინაში NATO-ს წევრობაზე თავისი ნათქვამი შეცვალა - "მსურს ერთი რამ ნათლად აღვნიშნო, რაც შეეხება მოლაპარაკებების შედეგად NATO-ს წევრობას, როგორც არარეალურ შედეგს მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის ის, რაც აქ ითქვა ჩემი სიტყვით გამოსვლის ნაწილში, რაც არის კოორდინაციის ნაწილი, თუ როგორ ვასრულებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი უძღვება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ მოლაპარაკებებს უძღვება პრეზიდენტი ტრამპი, ყველაფერი განხილვის საგანია მის საუბრებში ვლადიმირ პუტინთან და ზელენსკისთან. რის დაშვებას ან არდაშვებას გადაწყვეტს ის, არის პრეზიდენტი ტრამპის, თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის უფლებამოსილება. ასე რომ, მე ამ სცენაზე არ ვიდგები და არ გამოვაცხადებ რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს პრეზიდენტი ტრამპი, რას შევა [შეთანხმებაში] და რა არა, რა დათმობები გაკეთდება და რა არა" - თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები