აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინა აშშ-სთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი მინერალების გადაცემას "ფაქტობრივად დათანხმდა".
"მათ იშვიათი მინერალების, ნავთობისა და გაზის, ასევე სხვა რესურსების თვალსაზრისით უაღრესად ძვირფასი მიწა აქვთ. მინდა, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს, რადგან უკრაინაში ასეულობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ" - თქვა ტრამპმა Fox News-ის Special Report-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში.
"მე ვუთხარი მათ, რომ დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული მინდა, და ისინი ამას ფაქტობრივად დათანხმდნენ" – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა უნდა ჰქონდეს, იმის მიუხედავად შეძლებელ თუ არა რუსეთი და უკრაინა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას.
"შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ, შეიძლება ვერ მიაღწიონ. შესაძლოა, ოდესმე ისინი რუსები გახდნენ, ან შესაძლოა არ გახდნენ. მაგრამ ჩვენ უკრაინაში ამდენი ფული გვექნება ჩადებული და მე ვამბობ – მინდა, რომ ეს ფული დაგვიბრუნდეს" – თქვა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს უკრაინისთვის 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება აქვს გაწეული რაც სხვა ნებისმიერი ქვეყნის უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას აღემატება.





