8 თებერვალს უკრაინის 28-ე მექანიზირებული ბრიგადიდის ჯარისკაცებმა ტორეცკის ფრონტზე რუსული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით 28-ე მექანიზირებული ბრიგადის პრესსამსახური Telegram-ზე ავრცელებს.
"28-ე ბრიგადის მებრძოლებმა მტრის Су-25 გაანადგურეს! ჩვენი საჰაერო თავდაცვის მებრძოლების წყალობით, ტორეცკის ფრონტზე კიდევ ერთი რუსული მოიერიში თვითმფრინავით ნაკლებია" - წერს პრესსამსახური.
მოგვიანებით განახლებული ინფორმაციით კი, უკრაინულმა ბრიგადამ, სავარაუდოდ რუსული საევაკუაციო ვერთმფრენიც დააზიანა.
"Ми-8 ტიპის ვერთმფრენი ცდილობდა პილოტის ევაკუაციას, მაგრამ უშედეგოდ – ჩვენი FPV ოპერატორების R.V.-სა და ББпС-ის გათვლებმა ამის საშუალება არ მისცეს. შედეგად, ვერტმფრენი უკან დაზიანებული დაბრუნდა და სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს. მტრის Су-25-ის პილოტი კი მიტოვებული დარჩა" - წერს ბრიგადის პრესსამსახური.





