კი, თავი იმართლა [ამერიკის საელჩომ], ნუ, ჩვენ ხომ უცოდინრები ვართ, USAID-ის გრანტი არ გვაქვს და უცოდინრები ვართ, ამისთვის იყო მთელი გრანტები, რომ ჩვენ გავენათლებინეთ და ვეღარ განგვანათლეს.
ორი ვარიანტია - ან საელჩო ეურჩება საკუთარ ახალ ხელმძღვანელობას, ან იმდენად დიდი მახინაა, სადაც საჭის მოტრიალებას უფრო დიდი დრო უნდა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს დროის ამბავია, შეიძლება, ორივე ერთად...
ზრდილობიანად ვიტყვი, ამერიკის საელჩო მინიმუმ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული გარემო, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი იმის ფასი არ ხდება, რომ ამ ტიპის დაძაბულობა იყოს, ხალხი ნერვიულობდეს, ოჯახები გაიხლიჩოს იდეოლოგიურად, ზოგი აქეთ არის, ზოგი იქით არის, ზოგი ახალგაზრდა მოცდენილი იყოს სწავლა-განათლებას, ნორმალურ გართობას და დასვენებას. არაფერი ამის ფასი არ არის, მაგრამ ამხელა პოლარიზაცია არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ხელს უწყობენ ამას.
საელჩო არის ამაში ჩართული და, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ეს საელჩო. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატურაზე რომ ვსაუბრობთ, რომელიც როგორმე უნდა დასრულდეს და ყველას თავისი ნიშა და ფუნქცია ჰქონდეს, ასევე, საელჩოების დიქტატურაც უნდა ერთ დღეს რაღაცნაირად განეიტრალდეს.
მაგალითად, საელჩოების დიქტატურაა, როდესაც მე, კულტურის მინისტრს მიბარებს დასავლური დიდი ქვეყნის ელჩი, მიკაკუნებს თითს მაგიდაზე და მეუბნება, რომ შენ ასე კი არ უნდა იმუშაო, ასე უნდა იმუშაო, ეს პროექტი კი არ არის შენთვის პრიორიტეტი, ეს არის... შენ უნდა იცოდეს, რომ მე ვიქნები უკმაყოფილო... არ ვაჭარბებ არცერთ წუთს...
ჩემთან მშობელს არ უსაუბრია ასე არასდროს... ამ დროს მე ვუსმენ და ვიცი, რომ მე ვარ ჩემი ქვეყნის მინისტრი და ვხვდები, რომ ის ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას და ეს დიქტატურაა, აბა რა არის და თუ არ შეასრულებ, მერე მიდის პრემიერთან და ეუბნება, რომ ეს მინისტრი გააგდე, იმიტომ, რომ შენი ყველაზე ცუდი მინისტრი ეს არის, ეს ხომ რეალური ცხოვრება იყო ჩვენი..
ეს არ იყო ამერიკის ელჩი, მაგრამ დაველოდები, თუ შემეპასუხება, მერე სხვა დეტალებსაც მოვყვები და გვარიც ცნობილი იქნება...
... ყოფილან სხვა ელჩებიც, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში მოსულან და ყვირილზე გადასულან, რომ ესა თუ ის ნაციონალი გაუშვით ციხიდან.