საქართველოში აშშ-ის საელჩო ივანიშვილის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს "სრულიად მცდარს" უწოდებს.
"ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული" – წერია საელჩოს განცხადებაში.
მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები "აბსოლუტურად აცდენილია" დონალდ ტრამპის ახლად არჩეული ადმინისტრაციის განცხადებებს.
"სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ" – თქვა მდინარაძემ.





