საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ლევან გიგინეიშვილი ძიუდოისტებს პლატონსა და არისტოტელეზე ლექციებს უკითხავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლევან გიგინეიშვილი ძიუდოისტებს პლატონსა და არისტოტელეზე ლექციებს უკითხავს. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ძიუდო & განათლება ფარგლებში, ამ ეტაპზე, ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის 4 საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა, როგორც ეროვნული, ისე სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის.

"ამიერიდან კი ლექციები პერმანენტულად გაიმართება. ძიუდოს ფედერაციისა და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე U21 ნაკრებისთვის გაიმართება ლექციათა ციკლი სახელწოდებით:

რა არის ევროპა?

ლექციათა ციკლი მოიცავს რვა შეხვედრას U21 ნაკრებთან შემდეგ თემებზე:

  • ბერძნული მითოლოგია: რა როლი ჰქონდა მითოლოგიას სამყაროს აღქმაში, სამყაროს მოვლენების ორგანიზაციაში და მოწესრიგებაში.
  • ჰომეროსის პოემები „ილიადა“ და „ოდისეა“ (ორი საუბარი)
  • ფილოსოფიის წარმოშობა და მისი განსხვავება მითოლოგიისგან
  • დემოკრატიის წარმოშობა, რა არის დემოკრატიული ქალაქი
  • პლატონი და არისტოტელე - სამყარო და იდეალური ქალაქი, პოლიტიკა.
  • ბიბლიური კულტურა, ქრისტიანობა, საქართველოს გაქრისტიანება
  • რენესანსი - ქართული (პეტრიწი, რუსთაველი) და ევროპული
  • ევროპული განმანათლებლობა და ქართული განმანათლებლობა (ილია, თერგდალეულები)

პროექტის შემდეგ ეტაპზე ლექციათა ციკლი დაიგეგმება სხვა ასაკობრივ ნაკრებებთანაც" - წერს ძიუდოს ფედერაცია.

კომენტარები