საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

ზვიადაური: 90-იანი წლები დაბრუნდა, ძიუდოს ნაკრებს გათბობას არ ურთავენ

დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი [დავით ქევხიშვილი] იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ეს არის ძიუდო. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ - რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ. სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. ბატონო შოთა, თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია.

მიმართა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ზურაბ ზვიადაურმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შოთა ხაბარელს გუშინდელ სხდომაზე.

კომენტარები