ქართული ოცნება

მდინარაძე აშშ-ს საელჩოზე: ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს

დაუჯერებელია, რომ საელჩო ცდილობდეს, დიფ სტეიტის აგენტურა სხვაგვარად მოქმედებდეს და ისინი თვითნებობას აგრძელებდნენ, წარმოუდგენელია, გნებავთ, ცოდნა დამიწუნონ, რაც არ უნდა დამიწუნონ, რაც არ უნდა გააკეთონ, ყველა, საქართველოშიც და ამერიკაშიც, დარწმუნებული ვარ, ოდნავ მაინც თუ გარკვეულია, რომ თუ ისინი იმ ხალხს, რომლებიც დღეს ქუჩის პროტესტს აორგანიზებენ, მიუთითებენ, ერთ წუთში დამთავრდება უს მავნებლობა, რაც საქართველოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ამიტომ, ვიღაცამ დაწერა და დავეთანხმები - ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს - იმ ხალხის მოქმედებები და საელჩოს განცხადება ფაქტობრივ თანხვედრაში ერთმანეთთან არ არის და მარტივად შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად იზიარებენ აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიდგომებს.

ასე პასუხობს ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მდინარაძის "დღევანდელი განცხადებები მცდარია და წარმოადგენს ცოდნის ნაკლებობას".

კერძოდ, ივანიშვილის წარმომადგენელმა 3 თებერვალს თქვა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებები "აბსოლუტურად აცდენილია" დონალდ ტრამპის ახლად არჩეული ადმინისტრაციის განცხადებებს.

კომენტარები