უბედური შემთხვევა

აზერბაიჯანში ბავშვის მიერ სახლში მიტანილი ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაღუპულები

სახლი აღჯაბადის რაიონში, რომელშიც ყუმბარა აფეთქდა
Trend.az

აზერბაიჯანში, აღჯაბადის რაიონში, ბავშვის მიერ საცხოვრებელ სახლში მიტანილი ხელყუმბარა აფეთქდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 2 ადამიანი. მედიის ინფორმაციით დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები, მიმდინარეობს გამოძიება. 

დაჭრილები გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ. 

კომენტარები