30 იანვრის ღამეს, რუსეთმა სუმიზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ერთ-ერთი დრონი 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. იერიშის შედეგად განადგურებულია 9 ბინა და 12 აივანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 9 ადამიანი. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. დაჭრილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია.
დაზიანებული კორპუსიდან ევაკუირებულია 118 მოსახლე.





