ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მარიამ სიჭინავა სასამართლომ 2 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმა

დროას წევრი მარიამ სიჭინავა რეჟიმის სასამართლომ საბავშვო ნიღბის ტარების გამო 2 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმა. 

სიჭინავა სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს 12:00 საათზე გაიმართა, არ ესწრებოდა. 

დროას წევრი აქამდე ოთხჯერ იყო დაჯარიმებული აქციებზე ნიღბის ტარებისა და პიროტექნიკის გამოყენების გამო

თავდაპირველად, სიჭინავა 13 იანვრის ღამეს ზუგდიდში დააკავეს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ფლობის გამო. იგი 15 იანვარს 5 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორებით სიჭინავა იმავე ადგილას 16 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მაშინ აქტივისტებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ფეიერვერკები ისროლეს. დროას წევრი ამ ჯერზეც 5 000 ლარით დაჯარიმდა. 

24 იანვარს სიჭინავა ბალაკლავის ტარების გამო დააჯარიმეს 2 000 ლარით, ხოლო 27 იანვარს - კაშნეს ტარების გამო. ამ სასამართლო პროცესზე აქტივისტი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა.

კომენტარები