დროას წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა ბალაკლავის ტარების გამო.
სიჭინავას ინფორმაციით, ეს მისთვის მე-3 ჯარიმაა. აქამდე ის პიროტექნიკის გამოყენების გამოც დააკავეს და დააჯარიმეს.
დროას წვერი დამნაშავედ 10 ადმინისტრაციულ საქმეში ცნეს.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მარიამ სიჭინავა ბალაკლავით, ხალათით და "ჩუსტებით" მივიდა.
იქამდე, ზუგდიდის სასამართლომ ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა.
სიჭინავა ზუგდიდში 16 იანვარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ფეიერვერკები ისროლეს.
იმავე ადგილას მარიამ სიჭინავა იქამდე 13 იანვრის ღამეს დააკავეს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ფლობის გამო. იგი 15 იანვარს 5 000 ლარით დააჯარიმეს





