დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

სახელწიფო დეპარტამენტი: მივესალმებით რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების გახანგრძლივებას

ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო
Andrew Harrer/Bloomberg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ტელეფონით ესაუბრა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, რუბიომ კალასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და ევროპულ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ მოუწოდა. 

საუბარი შეეხო როგორც ჩინეთისგან, ასევე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და ოფიციალური განცხადების მიხედვით, მარკო რუბიო მიესალმება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენიმე დღის წინ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. თავდაპირველად, სანქციების გაგრძელებას უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ ისიც დათანხმდა და ამის მიზეზად "ევროკავშირისგან მიღებული ენერგოუსაფრთხოების გარანტიები" დაასახელა.

გამოცემა Politico-მ 24 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთი, სავარაუდოდ, რუსეთზე ევროკავშირის სანქციების განახლების დაბლოკვასთან დაკავშირებულ მუქარები უკან წაიღებო მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომენტარები