ალენ ბერსე

ბერსე: თბილისში ჩემმა ვიზიტმა შედეგი გამოიღო, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ მომიტინგეები

როდესაც იმატებს სირთულეები, აუცილებელია კონტაქტების გაძლიერება. არა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში გაკეთებული საჯარო განცხადებებით, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით[...] და ყველაფერს თავისი სახელები უნდა დაერქვას, პატიოსნად.

სწორედ ასეთი განწყობით, გასული წლის დეკემბერში საქართველოში მნიშვნელოვანი მისიით გავემგზავრე. სწორედ ამ განწყობით, იყვნენ ჩვენი მომხსენებლები წინა კვირას იქ. სწორედ ამ განწყობით, ესტუმრა ადამიანის უფლებათა კომისარი რამდენიმე დღის წინ საქართველოს. ჩემმა დეკემბრის ვიზიტმა შედეგები გამოიღო, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ დაკავებული მომიტინგეები.

ამ ვიზიტით მივაღწიეთ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას, დამოუკიდებელი, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების დაწყების გარანტიას, ევროპის საბჭოს ერთობლივი საექსპერტო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლიც ე.წ. უცხოური გავლენის კანონის მოდიფიკაციაზე მუშაობს. ამ ვიზიტმა, წარმოადგინა უფრო მაღალი მოლოდინები და წევრ ქვეყნებს შეახსენა, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არ ნიშნავს უბრალოდ კეთილდღეობის კლუბში ყოფნას. ევროპის საბჭოს წევრობა ნიშნავს აუცილებელი ვალდებულებების შესრულებას.

თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.

კომენტარები