სერბეთი

Reuters: საპროტესტო აქციების ფონზე სერბეთის პრემიერმა გადადგომა გადაწყვიტა

მილოშ ვუჩევიჩი

სერბეთის პრემიერმინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ის, სავარაუდოდ, დღეს, 28 იანვარს გადადგება. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ გამოცემა Tanjug News-ზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც Tanjug News წერს, ვუჩევიჩი საგანგებო პრესკონფერენციას გადადგომის შესახებ ადგილობრივი დროით 11 საათზე გამართავს. 

სერბეთის დედაქალქ ბელგრადში ნოემბრიდან მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

საპროტესტო აქციებმა გააერთიანა სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ბელგრადის ქუჩებში ათასობით მომიტინგე რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიას პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში არსებულ კორუფციას აბრალებს. 

კომენტარები