რუსეთი-საქართველო

საქართველო თავის შიდა საქმეებში ჩარევას კატეგორიულად არ უშვებს – კოსაჩევი

კონსტანტინ კოსაჩევი

რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ კოსაჩევის თქმით, ბალტიის ქვეყნებმა, მოლდოვამ და უკრაინამ "თავისი სუვერენიტეტი დასავლეთს იაფად მიყიდეს", ხოლო საქართველო და რუსეთი იმ ქვეყნების ჩამონათვალში შედიან, რომლებიც "თავიანთ შიდა საქმეებში ჩარევას კატეგორიულად არ უშვებენ". 

"დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვდა სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ამაზე დათანხმდა [...] უნდა ვთქვა, რომ ყოფილი 15 საბჭოთა რესპუბლიკიდან ხუთმა ნამდვილად დათმო და გაყიდა საკუთარი სუვერენიტეტი, თანაც იაფად. პირველებმა ეს სამმა ბალტიის ქვეყანა, გააკეთეს, ბოლო პერიოდში კი, სამწუხაროდ, ეს უკრაინამ და მოლდოვამაც გააკეთეს" - თქვა კოსაჩევმა.

როგორც წერს რუსული სამთავრობო მედია ТАСС, კოსაჩევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები არანაირი პირობების გათვალისწინებით არ არიან მზად უარი თქვან თავიანთ სუვერენიტეტზე, მათ შორის საქართველოც. მისი თქმით, "თავიანთ შიდა საქმეებში ჩარევას კატეგორიულად არ უშვებენ რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ბოლო პერიოდში საქართველოც".

კომენტარები