გიორგი გახარიაზე თავდასხმა

გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ტაბულას ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის ცნობით, დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ გახარიას ადვოკატს საშუალება ექნება გაეცნოს საქმის მასალებს.

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  .

შსს-მ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.

როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, მათი გამოძიებით დგინდება, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა ჩასაფრებით და თვალთვალით წინასწარ იყო ორგანიზებული.

მეზვრიშვილის თქმით, სუსი, პოლიცია და სასტუმრო შერატონი ერთად მუშაობდნენ ჩასაფრებისთვის პირობების შექმნასა და მტკიცებულებების განადგურებაზე.

აქამდე, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში, სასტუმრო შერატონში, მასზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე.

ქორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სასტუმრო შერატონი ბათუმი უარს ამბობს მისთვის თავდასხმის ამსახველი ფაქტების ვიდეოჩანაწერის გადაცემაზე.

კომენტარები