19 იანვრის საღამოს, უკრაინის დედაქალაქ კიევში რადიოსადგურ Армия FM-ში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად რადიოწამყვანი დაიჭრა.
რადიოსადგურის წარმომადგენლების თქმით, ეს დეტონატორი რადიოსადგურში ჯერ კიდევ 2019 წლიდან იყო და ინახებოდა როგორც ექსპონატი.
25 წლის ქალი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, კვირას საღამოს, დაახლოებით 10:50 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ოფიცერთა სახლში, რომელიც გრუშევსკის ქუჩაზე მდებარეობს, რადიოსადგურ Армия FM-ის წამყვანმა ეთერის დროს ხელში აიღო ВП-9 ტიპის დეტონატორი და მას ხელში ათამაშებდა, რის დროსაც საბრძოლო მასალა მას ხელში აუფეთქდა.
როგორც Українська правда წერს, ეს დეტონატორი ადრე სტუდიაში ერთ-ერთმა მიწვეულმა სამხედრო სტუმარმა მოიტანა, როგორც გამოყენებული საბრძოლო მასალის მაკეტი.
პოლიციის ინფორმაციით, ამ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით - იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო მოპყრობა. შემთხვევის ყველა გარემოება მიმდინარეობს გამოძიება.





