ლონდონის სამხრეთ ნაწილში, ვულიჩში, 14 წლის მოზარდის, კელიან ბოკასას მკვლელობის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს.
შემთხვევა 7 იანვარს, შუადღის სამ საათზე, ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.
მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი თინეიჯერი (15 და 16 წლის), ხოლო ეჭვმიტანილთა დახმარების ბრალდებით 44 წლის ქალი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, სამივე დაკავებული პატიმრობაში რჩება.