ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

საია პროკურატურას: დროულად განახორციელეთ დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივი დევნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებსა და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს თანამშრომელზე ზვიად ქორიძეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პროკურატურას დროული მოქმედებებისკენ მოუწოდებს. 

"საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, 2025 წლის 15 იანვარს  ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ პარტია“ ქართული ოცნების“ წევრები (დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე) ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს,  გიორგი გახარიას, და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს.

პატრია „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პრაქტიკული უგულებელყოფა, კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას. 

ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ: 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება.  

საქართველოს პროკურატურას: 

  • სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა".- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.   

პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გამოცემა მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას სასტუმრო შერატონში ჯგუფურად თავს "არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე" და სხვა პირები დაესხნენ.

ექიმის თქმით, გიორგი გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა. მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.

კომენტარები