აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა, კლინიკა დატოვა - ექიმი გახარიაზე

ექიმის თქმით, გიორგი გახარიამ კლინიკა უკვე დატოვა. მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.

"ჩვენთან ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, პაციენტი გონზე იყო, ჰერმოდინამიკა სტაბილური, ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე და თავის ტვინის შერყევა, პაციენტმა თავისი სურვილით დატოვა კლინიკა" - ამბობს ექიმი.

პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გამოცემა მთის ამბების მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას სასტუმრო შერატონში ჯგუფურად თავს "არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე" და სხვა პირები დაესხნენ.

კომენტარები