რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პესკოვის თქმით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის წინასწარი მზადება არ მიმდინარეობს

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის რაიმე წინასწარი მზადება არ მიმდინარეობს. 

"მრავალი ქვეყანა გვთავაზობს მომსახურებას, როგორც შეხვედრის ჰიპოთეტურ ადგილს. თუმცა ჯერ  ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერჯერობით ამისთვის წინასწარი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს ნათელი პოლიტიკური ნება და თანხმობა იმის შესახებ, რომ ასეთი კონტაქტები აუცილებელი და ხელსაყრელია". - თქვა პესკოვმა იმ ლიდერების განცხადებების შესახებ საუბრისას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, პუტინისა და ტრამპის შეხვედრას თავიანთ ქვეყნებში უმასპინძლონ. 

პესკოვმა დაამატა, რომ ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

პესკოვის განცხადების საპირისპიროდ, 12 იანვარს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა ABC NEWS-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს.

"შეთანხმებას ვერ მიაღწევ, თუკი რაიმე სახის ურთიერთობა ან დიალოგი არ გაქვს მეორე მხარესთან და ჩვენ აუცილებლად დავამყარებთ ამას მომდევნო თვეებში". - განაცხადა უოლცმა.

უოლცის თქმით, შეხვედრის ჩარჩოები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დაამატა, რომ "ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ მე მოველი ზარს, სულ მცირე, მომდევნო დღეებსა და კვირებში".

კომენტარები