ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

უილსონი: რეჟიმი ტყუის, რომ ტრამპი ჩინეთთან და ირანთან კოლაბორაციაზე თვალს დახუჭავს

მინდა, ნათელვყო, რომ მჯერა, რომ დონალდ ტრამპი თავისუფლებას მხარს უჭერს, ვიცი რომ ასეა. 

მან ბევრი სცადა, რომ თავიდან აერიდებინა რაც მოხდა, უკრაინაში შეჭრა - გაუგზავნა რაკეტები უკრაინას, რომ ომის დამნაშავის, პუტინის შეჭრა შეეჩერებინა, პოლონეთში განათავსა ამერიკელი ჯარისკაცები, რომ ომის დამნაშავე პუტინი უკრაინაში შეჭრისგან შეეკავებინა და ასევე ომის დამნაშავე პუტინის დაფინანსება შეაჩერა Nord Stream 2-ის დაბლოკვით. 

ასე რომ, ისევ და ისევ ძალიან ცხადია, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერაა. 

ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებს ტყუილს, რომ ტრამპი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანულ რეჟიმთან მათ კოლაბორაციაზე თვალს დახუჭავს, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ტრამპს მაქსიმალური ზეწოლის სჯერა, განსაკუთრებით ირანის რეჟიმზე. ის არ დაივიწყებს, რომ ისინი მის მკვლელობას გეგმავდნენ. ირანულ რეჟიმზე და, საბოლოოდ, მის მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი, მაქსიმალური ზეწოლა იქნება.

ძალიან მადლიერი ვარ ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციებისთვის, რომლებიც წინა კვირას გამოცხადდა, ასე რომ, ქართველ ხალხისთვის ერთად მუშაობა ორპარტიულია. მჯერა, რომ ეფექტური სანქციები ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ქვეშ გაფართოვდება, კერძოდ მარკო რუბიოს გათვალისწინებით, [...] მისმა ოჯახმა ჩაფლავებული საბჭოთა იმპერია, კუბის დიქტატურა დატოვა.

ამერიკის ინტერესებში შედის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს. ქართველები თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომელიც ამერიკელი ხალხის მსგავს ღირებულებებს იზიარებს. მეტიც, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას, და არ უნდა დავუშვათ, რომ ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში შევიდეს. ის ძალთა რეგიონული ბალანსისა და სავაჭრო გზების საკვანძო ნაწილია.

თქვა  კონგრესმენმა და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა  Hudson Institute-ის პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები