აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ს საკითხში გარკვეულმა პირებმა აცნობეს.
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას, სავარაუდოდ ბოლო, სამხედრო დახმარების პაკეტს კვლავ საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადასცემს, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღება აშშ-ს იარაღის მარაგებიდან გამოიყოფა და უკრაინას სწრაფად გადაეცემა.
Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული $500-მილიონიანი დახმარებით დასრულდება ჯამში დაახლოებით $65 მილიარდის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაუწია.
მას შემდეგ, რაც 20 იანვარს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება, მის განკარგულებაში კვლავ დარჩება დაახლოებით $3.8 მილიარდის ღირებულების დახმარება, რომლის უკრაინისთვის გამოყოფის საშუალებაც ექნება, თუკი მისი ადმინისტრაცია ამას გადაწყვეტს.
მანამდე, 30 დეკემბერს, ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით $2.5-მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა, ხოლო იმავე თვეში აშშ-მ უკრაინას ასევე $1.225 მილიარდი სამხედრო დახმარება გამოუყო PDA-დან.
-
აშშ უკრაინას დამატებით $2.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
-
აშშ უკრაინას დამატებით $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
ბაიდენის ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე დარჩენილ დროში ცდილობს, უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება დაჩქარებული ტემპით გადასცეს. თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო დღემდე გააგრძელებს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტების გამოყოფას.





