გერმანია

ახალი წლის ღამეს გერმანიაში პიროტექნიკასთან დაკავშირებულ ინციდენტებს 5 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ახალი წლის აღნიშვნის დროს, ფეიერვერკებთან დაკავშირებულ ინციდენტებს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია საგანგებო სამსახურების ათობით თანამშრომელი.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აკრძალული პიროტექნიკის გამოყენებას ორი ადამიანი საქსონიაში, თითო კი ბრანდენბურგში, ჰამბურგსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ბერლინის ქუჩებში არეულობა მოჰყვა, სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 30 პოლიციელი და 1 მეხანძრე კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, სადაც ახალი წლის ღამეს ქვეყნის ფეიერვერკების გამოყენება რამდენიმე საათით დაშვებულია, პიროტექნიკასთან დაკავშირებული ინციდენტები, ფატალური შემთხვევები და შემდგომი არეულობა თითქმის ყოველწლიურად ხდება.

კომენტარები