ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ველდკამპი: დროა, მთავრობამ აღადგინოს ნდობა, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

ღრმად ვაფასებ სალომე ზურაბიშვილის უმნიშვნელოვანეს ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. უკვე ერთი თვეა, ქართველი ხალხი ქუჩებში მშვიდობიანად იცავს მათ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, ძალადობისა და დაშინების მიუხედავად.

არც ერთ მთავრობას არ შეუძლია ამ ადამიანთა მოთხოვნის უგულებელყოფა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა სერიოზული საარჩევნო დარღვევები და შესაძლო გაყალბების გამოძიების არარსებობა.

დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა და ამისათვის შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები, და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.

წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ზე.

კომენტარები