სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
"სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481" - წერია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ 6 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა - ამის შესახებ ტაბულას შსს-ში ეუბნებიან.
აქცია რუსთაველზე მშვიდობიანად მიმდინარეობდა, როდესაც პოლიციამ მომიტინგეები ძალადობრივად დაკავება დაიწყო.
დღეს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა.
პარალელურად, რეჟიმმა ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში გამართა.





