ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ნაუსედა: EU-ში გაწევრიანების შეჩერება ხალხის ნებას ეწინააღმდეგება და რუსეთის ინტერესებშია

ახლახან ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. 

გამოვხატე ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. საქართველო ბელარუსის სცენარის გამეორების საფრთხის წინაშე დგას. ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპული პარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გამართვის შესახებ. 

ლიტვა ურყევად დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ გზაზე ევროკავშირისკენ. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება მათი [ქართველი ხალხის] ნების წინააღმდეგ მიდის და რუსეთის ინტერესებშია. 

წერს ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე. 

კომენტარები