მე მგონია, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში მაინც, პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ნუ, მთავარი მიზეზი რატომაც ასე მგონია არის ის, რომ სასახლის არდატოვება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, ეს დანაშაული ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას, არამარტო თვითონ ზურაბშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ამაში იქნება ჩართული. შეიძლება თავი გაწიროს სალომე ზურაბიშვილმა პატრონების დავალებით და ხშირად, მარტივად წირავენ ხოლმე საკუთარ აგენტებს ეს პატრონები, მაგრამ მას მოუწევს დამატებით გაწიროს პირობითად, 100 კაცი, რომელიც მასთან ერთად გამაგრდება ათონელის სასახლეში.
tbl.ge/70lg
დაკოპირდა

განაცხადა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




