მე მჯერა, ბევრი რაღაცაა, რაზეც ამ ისტორიაში შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ფუნდამენტალური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მჯერა და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაცა, რაც მოყვა, მერე სხვანაირად აღიქმევა.
შეიძლება შენ თქვა, რომ იცი რა, რაღაცები არასწორად გააკეთა მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ამ სიტუაციაში, როგორ დავიფარო და ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, შეიძლება, რაღაცები აეჭრათ და აებნათ, ეს ვთქვი მე იქ და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როცა ასეთი რთული პიარსამუშაო გაქვს, რომ ეს, რაც ახლა ვთქვი დაახლოებით, ეს მოყვე და მოყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა მაინც დაგიჯეროს შენი მოსახლეობის, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცეები არ გააკეთოთ შეცდომებით, მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს და ახსნა, და ამდენი ხანია უკვე, იმ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ, არ შეიძლება ეს. იმდენად რთული სიტუაციაა და იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, უნდა იყო ძალიან ფრთხილად.
მეორე ვთქვი, რომ მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ, რომ ეს კაცი იყო არჩეული.
შესაძლებელია, უფრო უკეთესი ყოფილიყო რამე უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე ხალხის ძალა, ესეც ვთქვი [ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინ ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს.





