რუსეთი

ФСБ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის მეთაური, გენერალი ნიკოლაი იურიევი გადადგა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლა იურიევი თანამდებობიდან გადადგა.

იურიევის გადადგომის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ცოტა ხნით ადრე გავრცელდა. ФСБ-ს მაღალჩინოსნის წასვლას დამოუკიდებელი მედია და ანალიტიკოსები გენერალ კირილოვის მკვლელობას უკავშირებენ.

კრემლის მედია წერს, რომ იურიევმა "პენსიაში გასვლა გადაწყვიტა" და განცხადება საკუთარი ნებით, 16 დეკემბერს დაწერა.

იურიევი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის მეთაური 2018 წელს გახდა.

მისი დეპარტამენტის უშუალო მოვალეობაა შეაჩეროს გარე ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერაქტები და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.

17 დეკემბერს, მოსკოვში, რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (РХБЗ) უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი დამხმარე მაიორი იგორ პოლიკარპოვი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ

კომენტარები