მე საქართველოს გულითადი მეგობარი ვარ, მაგრამ რასაც ახლა იქ ვხედავთ, ნამდვილად იმედგამაცრუებელია. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ არჩევნების შედეგზე. ალბათ ვიპოვით ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და შედეგი ვერ იქნება აღიარებული. იქნება მეორე ნაწილი, რომელიც საპირისპიროს იტყვის.
მაგრამ ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება ქვეყნის უმრავლესობას.