ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა - კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე შესაძლო სანქციების შესახებ კალასმა მედიასთან ისაუბრა.

"საქართველოში მოვლენები არ ვითარდება ისეთი მიმართულებით, როგორც ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნას შეეფერება. ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მთავრობის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებულ რეპრესიებს. ევროკავშირის მხრიდან ერთი შესაძლებლობაა სანქციები, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენ ვართ 27 დემოკრატიული სახელმწიფო საკუთარი მოსაზრებებით, ამიტომ ამას გარკვეული დრო სჭირდება.

ჩვენ წარვადგინეთ იმ პირების სია, რომელთა მიმართაც სანქციების დაწესება განიხილება, რადგან ისინი ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ასევე წარვადგინეთ უვიზო რეჟიმის საკითხი. საჭიროა ყველა დაეთანხმოს მას, მაგრამ ჯერ აქ არ ვართ."

კალასი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა.

"რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თავის ადგილას 29 დეკემბრამდე რჩება, ამიტომ მანამდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს." - განაცხადა მან.

კომენტარები