რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ მასიური საჰაერო იერიში მოიგერია, განადგურებულია 56 რუსული დრონი

რუსეთმა უკრაინაზე 108 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 56 დრონი.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა გამოიყენეს საზენიტო მართვადი რაკეტა C-300. 

საჰაერო ბრძოლა ჩერნიგოვის, სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, ხარკოვის, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში მიმდინარეობდა.

უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ვარდნის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურული შენობები, კერძო ავტომობილები და სახლები, რამდენიმე რეგიონში არიან დაშავებულები.

რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები