ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება, ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის ურთიერთობას აფუჭებენ ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო. ეს ძალიან დამაფიქრებელია.
პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციაში მონაწილე აქტივისტები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს - არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში - სხვას.
აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებშიც. [...] ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც ახლაც ხელისუფლებაშია. ამ ფაქტორების გამო წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრსმოკლებულია.





