12 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის კიდევ ორი მონაწილე, ლუკა ღვინიაშვილი და გიორგი შატბერაშვილი.
როგორც ლუკა ღვინიაშვილის დედა, სალომე მეფურიშვილი წერს, ის ნაფარეულის ქუჩაზე, მეგობრის სახლთან აიყვანეს. მოგვიანებით კი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
რაც შეეხება გიორგი შატბერაშვილს, ის რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დააკავეს.





