რუსული კანონი

გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო 10 იანვრამდე გადაიდო

გიორგი ოკმელაშვილი
Euronews Georgia

გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო 10 იანვრამდე გადაიდო. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. 

დღეს გიორგი ოკმელაშვილის საქმის ერთ-ერთი ბოლო სხდომა უნდა გამართულიყო. სასამართლოს წინაშე მხარეები დასკვნითი სიტყვით უნდა წარმდგარიყვნენ. ავოკატებს ჰქონდათ ეჭვი, რომ მოსამართლე საქმეს გააჭიანურებდა და ოკმელაშვილის აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გაუხანგრძლივებდა. 

"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა და ფაქტობრივად მისი დასრულება ჭიანურდება, არის ის რომ არ მოხდეს მისი შეწყალება დეკემბრის ბოლომდე. სხვა მიზეზი არის უბრალოდ საბაბი, პროცედურული შეფერხება, რომ სასამართლომ და ბრალდების მხარემ თავი გაიმართლონ, როცა ითხოვენ სხდომის გადადებას.

რაც შეეხება აცილებას, ვინაიდან სასამართლომ 2 თვის განმავლობაში სხდომა გადადო ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე და დღესაც წინასწარი განწყობა სასამართლოსი, ცხადი იყო რომ ხვალ არ ჩანიშნავდა სხდომას, რომ ხვალ დაგვესრულებინა, დაცვის მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის აგვეცილებინა". - ამბობს გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი.

"სასამართლო გაამართლე". - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გიორგი ოკმელაშვილის მხარდამჭერები და მეგობრები.

ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, მას პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებიან.

კომენტარები