თბილისის მერიის თანამშრომელმა მარიამ გოგიაშვილმა სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო დატოვა. ის ერთ-ერთი იყო მერიის იმ 200-ზე მეტი თანამშრომლიდან, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნნენ.
"ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გიზიარებთ არც თუ ისე მოულოდნელ ამბავს.
მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის აქ მუშაობა, ბევრი რამ ვისწავლე, ვაკეთე და მიხარია რომ თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის ნაწილში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი.
თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული.
ასე და ამგვარად, ღია ვარ საინტერესო შემოთავაზებებისთვის, როგორც საგზაო პროექტების ინჟინერია / დაგეგმარების, ისე დიზაინისა და ილუსტრირების მიმართულებით.
გთხოვთ, ჩემს ამბავს ნუ გამოიყენებთ თქვენი პოლიტიკური მიზნებისთვის", - წერს მარიამ გოგიაშვილი.
მანამდე, 1-ლ დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც მერიაში მიმდინარე "რეორგანიზაციას" შეეხებოდა, გოგაშვილი წერდა რომ მისი მოდელირებულია მელიქიშვილი, ამირეჯიბისა და თამარაშვილის კვეთა, გორგასლის ქუჩა და ამით იმის თქმა უნდა, რომ "არცერთი წამით არ მიფიქრია, რომ რეორგანიზაცია მე შემეხებოდა და უსამსახუროდ დავრჩებოდი".
ცნობისთვის, დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიაში მიმდინარე "რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არაა პოლიტიკურ პროცესებთან".