ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შაჰინი: რუბიოსთან საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე

სენატორ [მარკო] რუბიოსთან დღევანდელმა შეხვედრამ ღირებული შესაძლებლობა მომცა, განგვეხილა მრავალი გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფოა, მათ შორის, იმ ეკონომიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთი წარმოადგენს, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნება რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის ფონზე და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების მოგვარება, რომელთაგანაც ყველაზე ბოლო ყოფილი სირიელი დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ მიმდინარეობს. 

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს მიმართ აშშ-ს ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობა, ზღვის გადაღმა აშშ-ს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და უზრუნველყოფა იმის, რომ დედამიწის გარშემო თანამდებობები რაც შეიძლება სწრაფად იყოს შევსებული კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით. 

სენატორი რუბიო და მე მრავალი წელია, რაც ერთად ვმუშაობდით, როგორც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, და მოველი ამ საკითხების დამატებით განხილვის გაგრძელებას მისი დანიშვნისთვის ჩანიშნულ მოსმენაზე.

წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ს არჩეულმა დონალდ ტრამპმა 14 ნოემბერს დაადასტურა, რომ მის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სენატორ მარკო რუბიოს დანიშნავს.

კომენტარები